VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბეჟან წაქაძის განცხადებით, ძალიან მძიმე დღეები აქვს საქართველოს, ილია მეორის სახით ქვეყანას უაღრესად დიდი პიროვნება გამოაკლდა.
წაქაძის განმარტებით, სავარაუდოდ, შეიქმნება ერთიანი კომისია, როგორც მთავრობის, ასევე საპატრიარქოსი და ერთობლივად გადაწყვეტენ ყველა იმ დეტალს, რაც დაკავშირებული იქნება მის დაკრძალვასთან.
"ალბათ ერთიანი კომისია შეიქმნება, როგორც მთავრობის, ასევე საპატრიარქოსი და ერთობლივად გადაწყვეტენ ყველა იმ დეტალს, რაც დაკავშირებული იქნება მის დაკრძალვასთან. ძალიან მძიმე დღეები აქვს საქართველოს, უაღრესად დიდი პიროვნება გამოაკლდა ქვეყანას და მთლიანად საქრისტიანოს, სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.