1764264730
„დიდი ტრაგედია და განსაცდელი დაატყდა ისევ სვანეთს...“ - 17 წლის ბიჭს გლოვობენ
ყოფილი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი 17 წლის შვილი, გიორგი ნავერიანი გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
„დიდი ტრაგედია და განსაცდელი დაატყდა ისევ სვანეთს. მერამდენე საჯიშე სვანი ვაჟკაცი გამოაკლდა ჩვენს სვანეთს და საქართველოს. ენით აღუწერელი ტკივილი. გიორგი ხომ მხოლოდ 17 წლის იყო, ჯერ ხომ დედის რძეც კი არ შეგშრობია ტუჩებზე?!
რამდენი საოცარი ვაჟკაცი დაკარგა სვანეთმა, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში. რამდენი ოჯახი გაუბედურდა, რამდენმა მშობელმა დაკარგა ნანატრი შვილი. საქართველოვ, სად გყავს შვილი დასაკარგავი?! უფალმა მიმადლოს ნუგეში თამაზ ნავერიანს, მის ოჯახს, ნათესავებს და სრულიად სვანეთს“, - ვკითხულობთ პოსტში.











