მერცი: უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება

მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა რუსეთის გადასაწყვეტია, დაჯდება თუ არა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან.

მერცის თქმით, უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები სჭირდება, და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, უკრაინას კვლავ დასჭირდება ძლიერი არმია და უსაფრთხოების სანდო გარანტიები პარტნიორებისგან.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ძლიერი უკრაინული არმია არის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.