დიდ დიღომში ჭაშნაგირის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

დიდი დიღომი

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჭაშნაგირის ქუჩაზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

ჭაშნაგირის ქუჩა დიდი დიღმის კერძო დასახლების - როსტევანის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ასმათის, დავარისა და ვეფხისტყაოსანის ქუჩებს აღმაშენებლის ხეივანთან აკავშირებს. შესაბამისად, რეაბილიტაციის შედეგად, მოქალაქეებისათვის გადაადგილება მეტად კომფორტული იქნება.

სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.