დღეს კვირაცხოვლობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

კვირაცხოვლობა

რა ლოცვა უნდა ვთქვათ თომას კვირას, რატომ რიგდება ამ დღეს არტოსი და რა დანიშნულება აქვს მას აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობას. ის სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.

მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით შეძრწუნებული თომა მოციქულის გონება უნუგეშო ფიქრებით იყო დამძიმებული, ძვირფასი მასწავლებლის დაკარგვის გამო – ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, იგი პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).

აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას იმის დასტურად, რომ აღდგომის შემდეგ იგი ერთთავად მოწაფეებთან იყო, არ დაუცადა თომა შეკითხვას და თავად უჩვენა ნაჭრილობევი, რითაც უპასუხა მის სიტყვით გამოუთქმელ კითხვას, რის შემდეგაც თომამ წამოიძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოანე, 20:28). ამით თომამ არა მხოლოდ აღდგომა ირწმუნა ქრისტესი, არამედ ირწმუნა მისი ღვთაებრიობაც! 

თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება.