„დღეს ახალმთვარეობაა… ყველაზე სასიკეთოა გათავისუფლება ყველაფრისგან“- ასტროლოგი ქეთი ოდიშელი

savsemTvareoba

ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი, წერს, რომ dRes ახალმთვარეობაა:

„21 ოქტომბერი ახალმთვარეობაა (პიკი 16:24) 

♎ სასწორის ზოდიაქოს ნიშნის 29 - ე გრადუსზე.

პიკამდე ყველაზე სასიკეთო, რაც კი შეიძლება გააკეთოთ, არის წმენდა,  გათავისუფლება ყველაფრისგან, რაც გინდათ რომ თქვენი ცხოვრებიდან წავიდეს!

ამიტომ გამოიყენეთ მარილი, დაფნის ფოთლები, დაანთეთ სანთელი, ილოცეთ, მოუსმინეთ მანტრებს.
მინერალური ქვები და სამკაული მოათავსეთ მარილში რამდენიმე დღით.
გაათავისუფლეთ თქვები გომებაც ზედმეტი  ძველი პროგრამებისგან. ასევე ეფექტურია მავნე ჩვევებზე მუშაობა. P.S.უფრო მეტის გასაგებად, შემოგვიერთდი ომნიას სივრცის დახურულ ჯგუფში.

პერიოდი ხელსაყრელია ურთიერთობების დარეგულირებისთვის, მოლაპარაკებების წარმოებისთვის, იურიდიული საქმეების წარმოებისთვის, პარტნიორული (იქნება საქმიანი თუ პირად-სასიყვარულო) საკითხების დალაგებისთვის.

 ახალმთვარეობის ტენდენციები უფრო მეტად აისახება სასწორისა და ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაბადებულნი არია ბოლო პერიოდში და მორიელებსა და კუროებზე, რომლებიც დაბადებულნი არიან პირვეო დღეებში.

🔥 გამორჩეულია ეს ახალმთვარეობა იმით, რომ ჩართულია ე.წ. "მაგის ასპექტი",  რომელიც დაგეხმარებათ მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში, ამიტომ მითითებული წმენდების შემდეგ, დაისახეთ მიზნები, გაწერეთ გეგმები, მათი რეალიზებისთვის საჭირო განზრახვა და მტკიცე ნება, გაცილებით მარტივად შეასხავს ფრთებს თქვენს სურვილებს.

ახლა კი ვისაუბროთ პროგნოზზე თითოეული ნიშნისთვის 👇

♈♉♊♋♌♍♎♏♐♑♒♓

ვერძი 

აქცენტირებულია პარტნიორული ურთიერთობები, მოლაპარაკებები. ნებისმიერ საქმეში სჯობს მიიღოთ სხვების დახმარება, რადგან ადანიანების ჩართულობით, გაცილებით ეფექტურ შედეგებს მიიღებთ! ახლა რადიკალურ ნაბიჯებს ნუ გადადგამთ და გამოიჩინეთ დიპლომატია.

კურო
მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ზოგადად ჯანმრთელობას. მოლაპარაკებები სამომავლოდ ჯობია გადადოთ. შეიძლება გაგახაროთ ახალმა ოთხფეხა ბინადარმა.

ტყუპები
სიყვარულის თემებია აქცენტირებული. მიეცით საშუალება თქვენს შემოქმედებით პოტენციალს გამოავლინოს თავის თავი. მიიღეთ სამყაროსგან სიამოვნებისა და ტკბობის ენერგია. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

კირჩხიბი
ყველაზე აქტუალური თემა ახლა სახლის, უძრავი ქონებისა და ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. დაკავდით თქვენი სივრცის მოწესრიგებით. ოჯახის წევრებზე ზეუნვისას, ყველაზე მთავარი - საკუთარი თავი არ დაგავიწყდეთ!

ლომი
განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მოლაპარაკებებსა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასთან დაკავშირებით. საინტერესო, აქტიური და ახალი კომუნიკაციებით დახუნძლული პერიოდი გაქვთ.

ქალწული
მოლაპარაკებები და  ყველა სახის სიახლე ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. იყავით დაკვირვებული და კარგად გააანალიზეთ თითოეული ნაბიჯი. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ძველი გადაუჭრელი თემები წამოტივტივდეს.

სასწორი
სიახლეები იმიჯთან, პირად-სასიყვარულო თემებთან და ზოგადად ყველა საკითხთან დაკავშირებით. გამოიყენეთ სამყაროს მადლი, თუმცა ნუ გადაამეტებთ. იხელმძღვანელეთ კონკრეტული გეგმის მიხედვით.

მორიელი
ეს რამდენიმე დღე, შესაძლოა უგუნებობა იგრძნოთ. სასურველია თვითანალიზითა და საკუთარი თავის შეცნობით დაკავდეთ. თუმცა რამდენიმე დღეში, მზე მორიელის ნიშანში გადაინაცვლებს და თქვენს განწყობას და ცხოვრებასაც დაეტყობა ახალი ენერგიები. მოუსმინეთ შინაგან ხმას, და მიხვდებით რომელ ადამიანებთან იყოთ ფრთხილად.

მშვილდოსანი
სოციალური აქტივობის პერიოდია, ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვა გიწევთ. შესაძლოა ახალი ნაცნობობა კარგ მეგობრობად იქცეს. თქვენი შარმი მატულობს და საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, გაცილებით უფრო რესურსულად იგრძნობთ თავს.

თხის რქა
აქტუალურია კარიერული და სამსახურთან დაკავშირებული საკითხები. ეცადეთ ოჯახის წევრებთან თუ სამეგობროში მეტი სიფერადე და დადებითი იმპულსები შეიტანოთ.

მერწყული
იზრუნეთ თვალსაწიერის გაფართოებაზე, ყველაფერი ხომ რაღაც დიდ იდეას ემსახურება. აქტუალურია უცხოეთთან დაკავშირებული საკითხები, მოგზაურობა, განათლების თემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც შესაძლოა პარტნიორს უკავშირდებოდეს.

თევზებიახლა თქვენთვის ტრანსფორმაციული პერიოდია, თქვენ უნდა გარდაიქმნათ შინაგანად. აქტუალურია საბანკო საკითხები, შეიძლება საკმაოდ მომგებიან ფინანსურ პროექტს ჩაეყაროს საფუძველი.