პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1774092353
დასავლეთ საქართველოს მუფთი, ადამ შამუთაძე ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი, რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი.
ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“, - განაცხადა ადამ შამუთაძემ.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.