„დაგვიანება ტოლფასია ბევრჯერ სიკვდილის, მაგრამ სიკვდილიც აგვიანებს ხოლმე, ხანდახან...“ - გიორგი გილიგაშვილის მიმართვა საზოგადოებას

giligashvili

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ უნიჭიერეს მომღერალსა და მსახიობს გიორგი გილიგაშვილს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.  როგორც თავად განმარტა, იმ დროს კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა საჭიროდ არ ჩათვალა. საბოლოოდ, უახლოესი მეგობრის, ირაკლი მაქაცარიას მოთხოვნით, კლინიკაში კვლევაზე მივიდა და...

მეგობრები გაერთიანდნენ და გიორგი სასწრაფოდ თურქეთში გაემგზავრა. ამოღებული 12 კვანძიდან 8 ავთვისებიანი აღმოჩნდა. რამდენიმე კვლევის შემდეგ „პრაიმტაიმი“ სასიხარულო ინფორმაციას გიზიარებთ. გიორგი გილიგაშვილმა კიბო საბოლოოდ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, ცხოვრებას თავიდან იწყებს.

„პრაიმტაიმის“ მკითხველს კი ბევრ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

- რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად, რა გვიზიანებს ჯანმრთელობას?

- ყველა სახის ხორცს ერთად მივირთმევთ: ქათამსაც, საქონელსაც. პირუტყვისა და ფრინველის ყველა სახეობას. ეს არ შეიძლება. კიდევ, არ შეიძლება ამდენი ცომეულის მიღება. მე არასდროს მიფიქრია ამაზე, ღვთის წყალობით, ჭარბი წონა არასდროს მქონია. ყველაფერს, რასაც მთავაზობდნენ, მადლობით ვიღებდი და მივირთმევდი ხოლმე.

დღეს რასაც ვსუნთქავთ ჩვენ, რასაც ვსვამთ, მივირთმევთ, ეს ყველაფერი დაზიანებული, დაბინძურებულია, გენმოდიფიცირებულია, თითოეული ეს პროდუქტი რა ნიადაგზეა, რით არის მოყვანილი არ ვიცით.

ადრე არ ვინტერესდებოდი, თუ ლამაზად იყო შეფუთული გეახლებოდით ხოლმე, მეგობრებსაც ვუნაწილებდი, ახლა უკვე ფრთხილი გავხდი, დღევანდელობაში, აღარ არის ის ჯანსაღი გარემო, რაც 100-200 წლის წინათ იყო ბუნებრივი კლიმატური თვალსაზრისით ჩვენს ლამაზ დედამიწაზე. ახლა კლიმატი ისე აირია, ზამთარში ზაფხულის ამინდებია და პირიქით. ეს ყველაფერზე მოქმედებს, ყველაფრის გადაგვარებაზე, მათ შორის, ადამიანის.

- გიორგი, რას ურჩევ ჩვენს მკითხველს?

- დიდ სიყვარულს ვუგზავნი გულშემატკივარსა და  თქვენს საყვარელ მკითხველს, რაღაცას რომ ეტყვიან თავიანთი საქმის შემეცნებული ადამიანები, მეცნიერები, ექიმები, არ დააგვიანონ მისვლა თავის დროზე, არ გადადონ...

„დაგვიანება ტოლფასია ბევრჯერ სიკვდილის,

მაგრამ სიკვდილიც აგვიანებს ხოლმე, ხანდახან...

ადე, ნუ გძინავს, შეიგრძენი რიჟრაჟი დილის,

უფალმა უწყის, საზვერეებს როდის გარდახვალ.“

ასეთი განწყობა მქონდა და ეს პატარა სტროფიც დავწერე.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ აქ