დადიანების სასახლემ International Travel Awards 2026-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს საუკეთესო არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმად დასახელდა

dadianebi

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება. მუზეუმმა International Travel Awards 2026-ის ჯილდო მოიპოვა და საქართველოს საუკეთესო არქიტექტურულ-ისტორიულ მუზეუმად დასახელდა.

International Travel Awards-ი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში გამორჩეულ მუზეუმებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ კომპანიებს, სასტუმროებს, ავიაკომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს აჯილდოებს. კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ვიზიტორთა გამოცდილებას, მომსახურების ხარისხს, სტუმარმასპინძლობის სტანდარტს და იმ შთაბეჭდილებებს, რომელსაც კონკრეტული ორგანიზაცია დამთვალიერებელზე ახდენს.