„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ადრეულ ასაკში არ არის კარგი ოჯახის შექმნა, პირადად მე, ამაზე სწორი ცხოვრებაში არაფერი მიქნია…“ - თათა ვასაძე

ნკ

ლევან ვასაძის ქალიშვილი, თათა ვასაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

„ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა “ადრეულ ასაკში” არ არის კარგი, ამას ისე ამბობენ, არც ფიქრობენ ჭეშმარიტი სიყვარული ფიგურირებს თუ არა ახალგაზრდების ამ გადაწყვეტილებაში.

გვაშინებენ, რომ ოჯახის შექმნის მერე აღარ გვექნება თავისუფლება და ვერ მოვასწრებთ „ჩვენს გემოზე“ ცხოვრებას. პირადად მე, ამაზე სწორი ცხოვრებაში არაფერი მიქნია, ასეთი ბედნიერიც არასდროს ვყოფილვარ. ყველა ახალგაზრდა გოგოს, ვუსურვებ ამ ბედნიერების რაც შეიძლება მალე პოვნას.

რა არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწონოს…“, - წერს თათა ვასაძე.