1746733863
„ჩემო ცქრიალა გოგო, გული გამეგლიჯა ... ჩვენო ანგელოზო, შენთან რა უნდოდა სიკვდილს...“ - 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

ბათუმში სტუდენტი გოგო გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისივე ცნობით, 22 წლის ნინი მიქელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან იყო და ბათუმში სწავლობდა.
„ტრაგედია ბათუმში. გლოვობს ჩემი ლანჩხუთი, ხაჯალია. გარდაიცვალა 22 წლის სტუდენტი, ნინი მიქელაძე, რომელიც ბათუმში სწავლობდა. დედისერთა შვილი...
...ცეკვის დროს უცებ დავარდა და როცა საავადმყოფოში წაიყვანეს, გზაში გული გაუჩერდა...
ვუსამძიმრებ სრულიად გურიას... შენთან რა უნდოდა სიკვდილს...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
სხვა სიახლეები: