„ჩემმა მეუღლემ დაკარგა საფულე, რომელშიც იდო საკმაო რაოდენობის თანხა...“ - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

საფულე

„დღეს ჩემმა მეუღლემ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ალუს კურპუსთან დაახლოებით 10-ის ნახევარზე დაკარგა საფულე, რომელშიც იდო საკმაო რაოდენობის თანხა“, - ამის შესახებ „ფეისბუქ“ მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს და მპოვნელს მადლობას უხდის.

„საფულე დაუკარგავს თავისივე მანქანის სიახლოვეს, რომელიც იპოვა ერთმა კარგმა ადამიანმა, გახნა ვინაონა გაარკვია და დარეკა პირდაპირ პატრულში. მე სრულიად შემთხვევით ჩავედი დაბლა დავქოქე მანქანა და წავედი სპარში. ამ ადამიანმა დაინახა თუ არა მანქანა მოვიდა ჩემთან და მკითხა ხო არ ვიცნობდი საფულის მეპატრონეს, ამასობაში პატრულიც მოვიდა და გაერკვა სიტუაციაში.

ამ პოსტით მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი საქმისთვის და პატიოსნებისთვის. იმდენად დავიბენი მხოლოდ სახელი ვკითხე და ისიც აღარ მახსოვს, მე მგონი ტატო ერქვა.

ცხოვრობს გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე 5 ნომერში და თუ აქ ხარ მეგობარო გამომეხმაურე. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადო“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.