1774121480
„ჩემი გამშვენეულ-მოქარგული სანთლები ბევრჯერ დამამზადებინეს მისთვის...“ - რას წერს შაკო გორდულავა
მოქალაქე შაკო გორდულავა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს წერს.
„7 საათი არასდროს, არსად ვმდგარვარ რიგში... კლინიკიდან პირდაპირ სახლში წავედი, შემდეგ კი 23:00 საათზე ავლაბრის აღმართს ავუყევი სამებისკენ, რომ უკანასკნელ გზაზე აწგანსვენებულ პატრიარქს დავმშვიდობებოდი. 06:02 საათამდე ფიზიკურად ვერ მივაღწიე ტაძრამდე და ამით ყველაფერი ნათქვამია, მეგობრებო...
სიყვარულის დიდი გამოვლინებაა რასაც ვხედავთ ეს დღეებია. ხალხს ჩემსავით დაათენდა თავზე, ყველა უწყვეტ ნაკადად მოდის ორი დღე-ღამეა სულიერ მამასთან დასამშვიდობებლად და პატივის მისაგებად... მშობლები ბავშვებით, მოხუცები, ახალგაზრდები - ყველანი აქ არიან და აქამდე ასეთი არასდროს არაფერი მინახავს. ჩვენმა უწმინდესმა ქართველი ერის სიყვარული,პატივისცემა და სხვა მრავალი მისი გამორჩეული და აუწონელი საქმეებით დაიმსახურა, რომელზეც ტომები დაიწერება... მე ასეთი გულანთებული სამშობლო მეიმედება და სწორედ, რომ #საქართველო #გადარჩება!
ჩემი გამშვენებულ-მოქარგული სანთლები ბევრჯერ დამამზადებინეს მისთვის საჩუქრად... “უწმინდესო, სამეგრელოდან მეგრელმა ბიჭმა დაამზადა თქვენთვის ეს სანთლებიო” - უთქვამთ მისთვის და მრავალგზის გამოუხატავს მოწონება. მე კი გულით მინდოდა პირადად გამეცნო და მის მადლიან ხელებს დაველოცე, თუმცა, ოცნება ოცნებად დამრჩა და მასწავლა, რომ - არასდროს გადავდო არაფერი. დღეიდან კი არასდროს გადავდებ არაფერს... მშვიდობით, უტკბილესო ერის მამავ, ჩვენო პატრიარქო
სარფში ქალი სასაფლაოზე დამარხული იპოვეს
1774119826












