Best Western Premier Batumi: ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის, იმიტომ რომ სწრაფად მზარდია

Best Western Premier Batumi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Best Western Premier Batumi-ს წარმომადგენელი თამარ მაზიაშვილი, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის, იმიტომ რომ სწრაფად მზარდი ბაზარია. ჩვენი ქვეყნისადმი თანდათანობით ჩინელების დაინტერესება ძალიან იზრდება, რაც რა თქმა უნდა ძალიან გვახარებს. კარგი იქნება თუ გაიზრდება ავიარეისების რაოდენობა“, - განაცხადა თამარ მაზიაშვილი.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება