1771531835
ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა - სარჯველაძე
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა.
მინისტრის განცხადებით, გადამოწმების პროცესი აქტიურად გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება ბაზაში მყოფი იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებათ და ბოროტად სარგებლობენ სოციალურად დაუცველთა პროგრამით.











