Wizz Air ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777837696
ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება.