1746891158
ბათუმის აეროპორტში, თვითმფრინავი ნისლის გამო, ვერ ჯდება

ბათუმის აეროპორტში დღეს, 8 აპრილს, თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი ამ წუთებში [12:21 სთ] ზღვის თავზე მანევრირებს.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა, ამასთან ამ დროისთვის მიღებული არ არის გადაწყვეტილება თვითმფრინავი ბათუმში დაჯდება თუ სხვა აეროპორტში.
განახლება:
თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 12:48 საათზე დაჯდა
წყარო: ბათუმელები