B თუ C ჰეპატიტი, რომელია უფრო ვერაგი - მაია ბუწაშვილი დეტალურად საუბრობს

მაია ბუწაშვილი

„რა განსხვავებაა B და C ჰეპატიტს შორის, ვინ არიან ვირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ, როგორია B და C ჰეპატიტის დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდები, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ღვიძლის დაზიანებას და რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან ვირუსის მქონე ან უკვე გამოჯანმრთელებულმა ადამიანებმა“ – ამ თემაზე მაია ბუწაშვილი „ფორტუნასთან“ საუბრობს. 

ქალბატონო მაია, რა განსხვავებაა B და C ჰეპატიტს შორის და რომელი ვირუსი უფრო ვერაგია?

რაც ამ ორივე ვირუსს აერთიანებს, არის ის, რომ ორივე მათგანი ღვიძლს აზიანებს და ორივე მათგანი თუ დარჩა ორგანიზმში ქრონიკული ფორმით, იწვევს ქრონიკულ ჰეპატიტს, რომელიც წლების მანძილზე, შეიძლება, გართულდეს ღვიძლის ციროზით და კიბოთი. სამიზნე ორივეს ერთი და იგივე აქვს. რაც შეეხება განსხვავებას, დავიწყებ იმით, რომ ორივე მათგანი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ვირუსია, სხვადასხვა აგებულებით, სხვადასხვა თვისებებით.

C ჰეპატიტი 80 % შემთხვევაში ქრონიკული ხდება. განსხვავებაა გადაცემის გზებშიც, მაგალითად, B ჰეპატიტი ძალიან ადვილად გადადის სქესობრივი გზით, C ჰეპატიტი ძალიან ძნელად. B ჰეპატიტის დედიდან ბავშვზე
გადაცემაც უფრო ადვილია და უფრო მაღალია ალბათობა, ვიდრე C ჰეპატიტის. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი სისხლის გზით გადადის.

ყველაზე მეტად ვინ არის დაინფიცირების რისკის ქვეშ, ვინ მიეკუთვნება რისკჯგუფს?
წამყვანია სისხლის გადასხმა და ყველა ის მანიპულაცია, რომლის დროსაც, შეიძლება, რომ არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტი იქნას გამოყენებული. ასევე, საკმაოდ პრობლემურია სალონები, სტომატოლოგიური დაწესებულებები, ნებისმიერი დაწესებულება, სადაც ბოლომდე კარგად და კეთილსინდისიერად შეიძლება, არ
მოხდეს სამედიცინო ან კოსმეტიკური ინსტრუმენტების სტერილიზაციის და დეზინფექციის პროცედურები.

ნახეთ, დეტალურად ვიდეო: