„აუხდენელ ოცნებად დარჩა მონაზვნობა… თუმცა, ერში ვცხოვრობ, როგორც მონაზონი“ - თათა ვარდანაშვილი

თათა ვარდანაშვილი

ქართველი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას მონასტერში გატარებულ პერიოდსა და მის ცხოვრებაზე ამ გამოცდილების გავლენაზე საუბრობს.

მისი თქმით, მონასტერში ცხოვრება მას განსაკუთრებით დაეხმარა შინაგანი სამყაროს დალაგებასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში.

როგორც ვარდანაშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდმა მისცა შესაძლებლობა, უფრო ნათლად გაეგო თავისი ადგილი და გაემყარებინა შინაგანი სიმშვიდე.

„ძალიან დამეხმარა ჩემი შინაგანი სამყაროს მოწესრიგებაში. ყველაზე მეტად დამეხმარა იმაში, რომ მეპოვა, სად ვარ. ჩემი ადგილი ჩემს შინაგან სამყაროში,“- ამბობს იგი.

მომღერლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნობა მისი ერთ-ერთი დიდი სურვილი იყო, ეს ოცნება საბოლოოდ ვერ ახდა.

„აუხდენელ ოცნებად დარჩა მონაზვნობა… თუმცა, ერში ვცხოვრობ, როგორც მონაზონი,“- აცხადებს თათა ვარდანაშვილი.