არსებობს 3 გზა - როგორ და რა სახით შეგიძლიათ დაგროვებითი პენსიის გატანა

ლარი

საპენსიო ფონდიდან დაგროვებითი პენსიის საერთო აქტივების გატანის 3 ხერხი არსებობს - ამის შესახებ ფონდის ოფიციალურ საიტზეა განმარტებული.

საპენსიო ასაკში პენსია შესაძლებელია გაიცეს:

პროგრამული გატანის გზით - მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფა და ყოველთვიური პენსიის სახით მიღება;

ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანტუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით - მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა და სიცოცხლის ბოლომდე პენსიის მიღება;

მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით - ასეთი მეთოდით პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე გაწევრიანდა.