არქიდიაკონი მამა დემეტრე: პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში

არქიდიაკონი მამა დემეტრე

პატრიარქი საპატრიარქოშია დასვენებული. ახლა, 2 საათში ან დილით გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში, - განაცხადა არქიდიაკონმა მამა დემეტრემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

„აპატიოსნებენ მის უწმინდესობას. ვფიქრობ, 1-2 საათში უკვე გადაასვენებენ სამების საკათედრო ტაძარში ან ხვალ დილით. ჯერ ზუსტად არ არის გადაწყვეტილი. პატრიარქი ახლა საპატრიარქოშია დასვენებული“, - აღნიშნა მამა დემეტრემ.