არის თუ არა მოსალოდნელი ყინვა და ნალექი 31 იანვარს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

ყინვა - ამინდი

31 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, უმეტესად უნალექო ამინდი და ზომიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ ფარგლებში დაფიქსირდება.

დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა +19 გრადუსი ფოთსა და ბათუმშია ნავარაუდევი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი +1 გრადუსი გუდაურში იქნება.

რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება:

სოხუმი +16 გრადუსი, ზუგდიდი +17 გრადუსი, მესტია +6 გრადუსი, ფოთი +19 გრადუსი, ბათუმი +19 გრადუსი, ოზურგეთი +18 გრადუსი, ქუთაისი +18 გრადუსი, ბორჯომი +11  გრადუსი, ბაკურიანი +7 გრადუსი, ცხინვალი  +9 გრადუსი, გორი +10 გრადუსი, გუდაური +1 გრადუსი,  თელავი +12  გრადუსი, რუსთავი +14 გრადუსი, თბილისი +12 გრადუსი.