სასკოლო ფორმების განაწილების მეორე ეტაპი იწყება - ვადები და დეტალები
1793087718
პროდიუსერ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
მისი მეუღლე, მომღერალი სალომე ბაკურაძე მიმართვას ავრცელებს:
„არ ვიცი, რამ გამაძლებინა აქამდე უშენოდ. ერთი წელია, შენი ხმა აღარ გამიგონია, წახვედი და აღარ დამიბრუნდი… მენატრები ძალიან, ჩემო სუპერძალებიანო ლაშიკო, ისე მენატრები, ადგილს ვერ ვპოულობ… ვერც სიტყვებს … უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა“, - წერს სალომე ბაკურაძე.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა, 40 წლის ასაკში.
ინფორმაცია მისმა მეგობარმა, მუსიკოსმა და პროდიუსერმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა. იმ დროს ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა.
გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.