ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გამომწერებს მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს და განმარტავს, რატომ არის ზოგჯერ სასარგებლო, საკუთარ თავს დაგვიანების უფლება მისცეთ და ზედმეტ სტრესს მოერიდოთ.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, სად გეჩქარებათ – ლექციაზე, სამსახურში, სკოლაში თუ პაემანზე – მუდმივი აჩქარება და დაგვიანების შიში ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ დაგვიანების დროს ადამიანი ძლიერ სტრესში ვარდება, რაზეც თავის ტვინში „ამიგდალა“ რეაგირებს.
ექიმის განცხადებით, ამიგდალა ააქტიურებს ჰიპოთალამუსს, რომელიც თავის მხრივ ორგანიზმში სიმპატიკურ ნერვულ სისტემას რთავს. შედეგად გამოიყოფა ორი ჰორმონი, რომლებიც სტრესთან სწრაფად გამკლავებაში გვეხმარება, თუმცა ამავე დროს თრგუნავს თავის ტვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უბანს – პრეფრონტალურ კორტექსს.
გიორგი ღოღობერიძის თქმით, პრეფრონტალური კორტექსი პასუხისმგებელია სწორ დაგეგმვაზე, გააზრებაზე, ფოკუსირებასა და კონცენტრაციაზე. როდესაც ადამიანი სტრესშია, ეს უბანი ფაქტობრივად „ითიშება“, რის გამოც ჩნდება პრობლემები მეხსიერებასა და ყურადღებაში.
„ზუსტად ამ დროს ხდება ის, რაც ბევრს გამოუცდია – გეჩქარებათ, მაგრამ სახლში დაგრჩათ ტელეფონი, მანქანის გასაღები ან სხვა მნიშვნელოვანი ნივთი“, – განმარტავს ექიმი.
მისივე თქმით, ზოგჯერ სჯობს შეგნებულად შეანელოთ ტემპი, დაამშვიდოთ თავი და ზედმეტ სტრესს არ აჰყვეთ, რადგან მშვიდ მდგომარეობაში ტვინი გაცილებით ეფექტურად მუშაობს და ყოველდღიურ გამოწვევებსაც უკეთ უმკლავდება.