„აქტიურ ტალღურ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება“ - ამინდი მკვეთრად იცვლება

ქარი

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის პროგნოზით, 18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში აქტიურ ტალღურ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რომელიც სექტემბრის კონვექციური უამინდობის კიდევ ერთ სერიას გვპირდება.

„წინასწარი შეფასებით, 18 ში დღის მეორე ნახევრიდან - 21 სექტემბრის შუადღემდე, მთელს ქვეყანაში შეიქმნება რთული მეტეო პირობები, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზღვაზე ტალღის სიმაღლე 4-5 ბალს მიაღწევს.
ყველგან აგრილდება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება.

გაფრთხილება - არახელსაყრელი ამინდის პირობები!

გზებზე მოსალოდნელია ხილვადობის შეზღუდვა, ასევე არსებობს დატბორვის ალბათობა, მთაში შესაძლებელია მცირე ღვარცოფების განვითარება, სეტყვის დროს სოფლის მეურნეობის კულტურების დაზიანება“, - წერს მეტეოროლოგი.