თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
2025 წლის 14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
ერთ-ერთი გარდაცვლილის, მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში დის შესახებ ხშირად წერს. ახლახან მან „ფეისბუკში“ მორიგი ემოციური პოსტიო გამოაქვეყნა.
„საათი 4:52-ია… შეშინებულს გამომეღვიძა, თან ატირებულს და თან გახარებულს. ამდენი ხნის შემდეგ სიზმარში გნახე პირველად, ისევ ისეთია ჩემი ულამაზესი და… თითქოს გზად შემხვდა, მანქანაში ჩავისვი და სახლისკენ წავედით ერთად, მაგრამ ეს ყველაფერი ისე ცოტახანს გაგრძელდა, არ მინდოდა დასრულება და სიზმარში მაინც მყოლოდა გვერდით…
სიზმარშივე მივხვდი, რომ წამიერი იყო ეს ყველაფერი და თან ტირილი დავიწყე… ღმერთმა და ჩემმა გულმა იცის მხოლოდ, რა რთულია უშენოდ და როგორ მენატრები…
შენთან მოსული, ვიჭედები და მომენტალურად ვწყდები სამყაროს… რომ წარმოვიდგენ, მე სახლში მწოლიარე მობილურით ხელში, შენ სადღაც სულს ებრძოდი, სიცოცხლეს ებღაუჭებოდი, რადგან ჯერ კიდევ გინდოდა სიცოცხლე, მაგიჟებს ეს ფიქრები მეგიკუნა… მაგ დღის მერე, ნორმალურად ძილი რას ნიშნავს, არ ვიცი…
შენ წინ ვდგავარ, შენს ახალ საცხოვრებელში, მაგრამ თვალს მაინც გერ გისწორებ, ვერ ვიჯერებ და არც მინდა დაჯერება! მახსენდება 14 ივნისი და ვიხსენებ იმასაც, თუ როგორ მეტკინა ყველასგან, რომ 3 საათი არ გამოგვეხმაურნენ და მარტო იყავი, ყველასგან მეტკინა, რომ დაგვიმალეს, ყველას წინააღმდეგ წავედი და იმ მომენტში ყველას გავუბრაზდი, რომელიც დღემდე გამომყვა…
იქ მოსული ყველას სახეს ვაცილებდი თვალს, ყველას სახეს ვაიგნორებდი და მხოლოდ იმედის თვალებს ვეძებდი… მაგრამ უშედეგოდ, ბოლოს მამაჩემის თვალებმა ყველაფერი მითხრა…
მეგიკუნა, მე ჯერ კიდევ გელოდები და ჯერ კიდევ არ გამიაზრებია, რომ აღარ ხარ და ასე იქნება ჩემი ცხოვრების ბოლომდე!
მიყვარხარ, მიყვარდი და მეყვარები უსასრულოდ“, – წერს ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში.