ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
1752525856
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, ჯერჯერობით, დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ, რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ცნობისთვის, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.