„ახლა თათულის სჭირდება კიდევ ერთი ოპერაცია...“ - რას ჰყვება დედა, ავარიის დროს დაშავებულ გოგონებზე, რომლებიც თვეებია, თურქეთში მკურნალობენ

ნიაკო და თათული

2024 წლის 12 ოქტომბერს, უმძიმესი ავტოავარია ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.

ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის

„კვირის პალიტრა“ გოგონების დედას ესაუბრა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

დედა, სოფიო ხარშილაძე ამბობს, რომ შედეგი თვალში საცემია და ახლა მოუთმენლად ელოდება თათულის და ნიაკოს სრულად გამოჯანმრთელებას.

უფლის სასწაულის მერე, ჯერ ქართველმა ექიმებმა მოახდინეს სასწაული, რომ იმ ღამეს გადარჩნენ ჩემი შვილები და მერე, თურქეთში, სადაც თითქმის უმოქმედო ბავშვები ჩამოვიყვანე - თავი, ხელი, ფეხი, თითი ვერაფერს ამოძრავებდნენ, ვერც სხდებოდნენ და ვერც დგებოდნენ. თათული უკვე დადის. ნიაკოც დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას.

ჯერ ვერ მეტყველებენ. ექიმები მეუბნებიან, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონ დამოუკიდებლად და მერე მეტყველებაც წამოვაო, ამასაც ძალიან მალე ველოდებით.

მართლა ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ... ცხოვრობ ადამიანი ბედნიერად და ერთ ღამეში ყველაფერი იცვლება... გარემო, სიტუაცია, ყოველდღიურობა, მაგრამ რომ ვუყურებ ამ თვეებს, როგორ თენდებოდა და ღამდებოდა, ცუდი არასოდეს მიფიქრია. სულ კარგს ვფიქრობდი, სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდებოდა და როცა ხედავ, სულ წინ მიდიხარ, გიხარია.

აქ გარემო ისეთია, ოჯახში უფრო გგონია თავი, ვიდრე - კლინიკაში. დედისთვის მძიმეა ასეთი რამის ყურება, ისეთი ბავშვები იყვნენ, რომ შეიძლება ითქვას ჰაერში დაფრინავდნენ, ლაღები, ბედნიერები, მოტივირებულები, მიზანდასახულები. მათი წარმატებებით ვხარობდით და რადიკალურად რომ იცვლება ყველაფერი, გული გწყდება, მაგრამ როცა ასეთი თბილი გარემო გხვდება, ეს ყველაფერი თითქოს დროებით გავიწყდება. უფრო სხვა თვალით, იმედით უყურებ ყველაფერს. 

სიმართლე გითხრათ, რაც აქ ვარ, არ მიტირია. სულ გამხიარულებენ, გეფერებიან, გესიყვარულებიან. ისე შეიყვარეს ჩემი შვილები, სულ ამბობენ, როცა წახვალთ, მოგვენატრებითო. ერთმანეთს ვეპატიჟებით - მეც რომ წავალ საქართველოში, აუცილებლად ჩამოდით და გიმასპინძლებთ-მეთქი.

- ოპერაციები ისევ სჭირდებათ?

- ახლა თათულის სჭირდება კიდევ ერთი ოპერაცია, თავი აქვს დასახური. მერე გაგრძელდება ერთთვიანი რეაბილიტაცია და თათულის სხვა არაფერი აღარ დასჭირდება, აღარც რეაბილიტაციის გაგრძელება და აღარც მკურნალობა. თათული ჭამს საჭმელს, კი ვეხმარები, მაგრამ მალე შეძლებს დამოუკიდებლად ჭამას და გავლას ჩვეულებრივად.

ნიაკოს რაც შეეხება, ერთ ფეხზე შეიძლება დასჭირდეს ოპერაცია და აქ ჩამოყვანა... სრულად