,,ახლა, ჩემი ჯერია... სანამ ვიარსებებ, ყოველთვის მოგიტან უამრავ ვარდსა და დარდს..." - ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის შეყვარებული

ანო და ლაშა

ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლაშა წიქორაძის რჩეული, ანო ბენიძე სოციალურ ქსელში მორიგ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,ჰო კიდე, რა უნდა მეთქვა, შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს. ახლა? ახლა, ჩემი ჯერია ცხოო... სანამ მე ვიარსებებ, ყოველთვის მოგიტან უამრავ ვარდსა და დარდს. შენ ჩემი სამუდამო, საუკუნო სიყვარული ხარ, რომელიც, გპირდები, არასოდეს განელდება", - წერს ანო ბენიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულია 4 ბიჭი და ერთი გოგო. ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი გოგო კლინიკაშია გადაყვანილი.

ოთხივე დაღუპული ბიჭი, სოფელ გეგუთიდან იყო.

ასევე ნახეთ:

რა დაწერა ტრაგედიამდე 2 დღით ადრე ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის დედამ

,,უშენოდ ვერ ვჩერდებოდი... მთელი ღამე გირეკე - არ გამაგონე..." - ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის მამის სულის შემძვრელი პოსტი

„ცა ჩამომექცა... ნეტა, რა ძალა მაწერინებს...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის შეყვარებული ემოციურ პოსტს აქვეყნებს