მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
ახალი პატრიარქის ვინაობას, კენჭისტრის დასრულების და შედეგების გადათვლის შემდეგ, მეუფე ანანია გამოაცხადებს - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"28 აპრილის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა სიტყვით გამომსვლელთა შესახებ რეგლამენტი. სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო ტახტის კანდიდატები, ასევე, მათი ეპარქიიდან თითო ადამიანი. მოხსენება იქნება ასევე ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში, ერთ-ერთი მეცნიერი გააკეთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულთან დაკავშირებით ისტორიულ მიმოხილვას. შედეგი ხვალვე გამოცხადდება, რომელსაც მეუფე ანანია გამოაცხადებს. ის არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე", - განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ დილის 9 საათიდან იზღუდება გადაადგილებაც.