1779482698
თუ ყავის დალევის შემდეგ თავის ტკივილი გაწუხებთ - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია
ყავას ხშირად სვამთ და თავის ტკივილი გაწუხებთ? - ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რატომ შეიძლება იყოს ამის მიზეზი სწორედ კოფეინი და რა ხდება ორგანიზმში მაშინ, როცა ყავის მიღებას წყვეტთ.
„თუ თქვენ ხართ ყავის რეგულარული მომხმარებელი და პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, აი რა არის ამის საიდუმლო. ზოგადად ვინც ყავას სვამს ხშირად მათში კოფეინის დოზა საკმაოდ მაღალია. კოფეინი სისხლძარღვებს ავიწროებს, მათ შორის თავის ტვინის სისხლძარღვებს. მაგრამ ეს პრობლემა არ არის, სხეული ამასთან ადაპტირდება. და როცა სვამთ კოფეინს თავის ტვინის სისხლძარღვები რჩება შევიწროებული. როგორც კი თქვენ ყავას აღარ დალევთ, გავა თუ არა 12 საათი სისხლძარღვები დაიწყებს გაფართოებას. ამიტომ გაფართოვდება თუ არა სისხლძარღვები, ეს გამოიწვევს მფეთქავ, პულსირებად თავის ტკივილს“, - ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე.












