„აგვისტო ცხელი იქნება… ტემპერატურის კლება და აგრილება ჯერ არ იქნება…“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

ამინდი

 ზაფხული ძალაში შევიდა და უკვე სეზონის ბოლო თვე დადგა.

აგვისტო ცხელი გველოდება და თითქმის უნალექო. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება, ხოლო ყველაზე დაბალი – 26 გრადუსი. 

,,პრაიმტაიმი", გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას ესაუბრა.

,,დასავლეთ საქართველოშია შედარებით გრილი ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება, ამიტომ აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურაა, 37 გრადუსი.

ცალკეულ რეგიონებში, ხანმოკლე ხასიათის წვიმა, დიდ ეფექტს არ გამოიწვევს, რომ აგრილდეს, რადგანაც, ამინდი განპირობებულია სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერია მასების.

მკვეთრი ტემპერატურის კლება და აგრილება მოსალოდნელი არ არის...

ზოგადად აგვისტო, როგორც ჩანს შუა თვემდე ცხელია.

ზღვის კურორტებს რაც შეეხება, თვის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, თუმცა სიცხე ნარჩუნდება",-ამბობს ,,პრაიმტაიმთან" დოდო გვაზავა.