1751744974
„აღარ აქვს ფერი იმ სამყაროს სადაც შენ აღარ ხარ… ჩვენი მეგობრობა სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა…“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის მეგობრები ემოციურ პოსტს აქვეყნებენ

14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა. მეგი ჯაიანის მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებენ.
ანა მამულაძე წერს, რომ მეგი მათი მფარველი ანგელოზია და ისინიც, ყოველთვის მის გვერდით იქნებიან. ანა მამულაძე მეგის მადლობას უხდის სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რაც მათ სამეგობროში შეიტანა.
„მეგუსი… ახლა ყველაფერი აღარ არის ისეთი ნათელი. აღარ აქვს ფერი იმ სამყაროს სადაც შენ აღარ ხარ. გარშემო სიჩუმეა, სიცარიელეა, ძალიან გვიჭირს შენს გარეშე ყოფნა… მაგრამ ჩვენ ერთად ვდგავართ – სამნი, და შენ მეოთხე, ჩვენს პაწაწინა გულებში. „ჩვენ ოთხი, ისევ ოთხად ვრჩებით, ჩვენი მეგობრობა სიკვდილზე ძლიერი აღმოჩნდა“.
გვჯერა შენ ზეცაში ხარ, თბილ და ლამაზ ადგილას, სადაც სიმშვიდეა, სადაც სინათლე და სითბო სუფევს, გვიყურებ ზემოდან და ძალას გვმატებ. გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნებით შენს გვერდით, წვიმაშიც, თოვლშიც და მზეშიც, ხელს არაფერი შეგვიშლის შენს სანახავად. შენი სიცილი, შენი ბუტიობა შენი ყველაფერი გვენატრება…
მშვენიერი იყო ის დღეები, როცა უბრალოდ ხმამაღლა ვიცინოდით და არაფერზე ვფიქრობდით. ჩვენ არ გვჭირდებოდა დიდი თავგადასავლები ერთად ყოფნა უკვე საკმარისი იყო ბედნიერებისთვის. მახსოვს ერთხელ უნივერსიტეტში გელოდებოდი ვერ დამინახე მეძებდი, უცებ შემამჩნიე, ანაა დაიყვირე, მთელი ძალით გამოიქეცი და მაგრად ჩამეხუტე, მახსოვს იმწამს რამხელა სიყვარული განვიცადე შენგან, არასდროს დაგვავიწყდება შენი ჩახუტება შენი სითბო, შენი გვერდში დგომა…
გპირდებით ერთ დღეს ისევ შევხვდებით, მოვალთ, გულში ჩაგიკრავთ და გეტყვით თუ რამხელაზე გვიყვარხარ, რამხელა წვლილი გაქვს შეტანილი ჩვენს ბედნიერებაში. უსასრულო სიყვარულით და მონატრებით, შენი გოგოები, როგორც შენ იტყოდი შენი დაქალუშკები. გვიყვარხარ უსასრულოდ!! ყველაფრისთვის მადლობა რაც ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანე, მადლობა შენი არსებობისთვის!! ჩვენი მფარველი ანგელოზიმეგუსი… “, – წერს ანა მამულაძე.