ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის, გიორგი პაპავას თქმით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში ყველა ქუჩა გაწმენდილია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს.
"თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აბსოლუტურად ყველა ქუჩა გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს შეფერხებების გარეშე. ამ ეტაპზეც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფები გამოცხადდებიან ადგილებზე იმისდა მიხედვით, რა ტიპის ტექნიკაც იქნება საჭირო. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი ცხელი ხაზი. მივმართავთ მოსახლეობას, თუ სადმე შეიქმნა პრობლემა, შეგვატყობინონ და მივიღებთ მყისიერ რეაგირებას," - აღნიშნა გიორგი პაპავამ.