დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება.
თითოეული ცეკვა საკუთარ თავში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიასა და ხასიათს აერთიანებს, ახლა კი კამპანიის ფარგლებში, ეს ისტორიები ქუთაისის სცენაზე ცოცხლდება.
სუხიშვილების რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია. თითოეული დადგმა თავისი რიტმით, მუხტითა და განწყობით ერთი კუთხის ამბავს ჰყვება.
ისინი მთაში იბადებიან, ზღვის ნაპირზე გრძელდებიან, შრომაში, ზეიმში, ყოველდღიურობაში ყალიბდებიან და შემდეგ სცენაზე გადადიან. ამიტომაც, როდესაც სუხიშვილები ცეკვავენ, მაყურებელი მხოლოდ ქორეოგრაფიას არ უყურებს – ის ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და იდენტობას ხედავს.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება საქართველოს ბანკის კამპანია “საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება”, რომლის ფარგლებშიც სუხიშვილები საქართველოს რეგიონებს უბრუნდებიან.
საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება - და სცენა, რომელიც მთელ საქართველოს ეკუთვნის.