ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
ეგოცენტრულია ადამიანი, ვინც მხოლოდ საკუთარი სურვილის და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს. მიუხედავად სხვა ადამიანების ინტერესებისა და ეს დიდ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და მათი ცხოვრების ხარისხზე.
სჯერათ, რომ მათი აზრი ერთადერთი სწორია აზრია
მტკიცედ სჯერათ, რომ გარშემომყოფები ცდებიან და მხოლოდ მათ შეუძლიათ იპოვონ სწორი გამოსავალი. უფრო მეტიც, ეს გადაწყვეტილება ხშირად ეხება არა მხოლოდ მათ ცხოვრებას, არამედ სხვა ადამიანებსაც და ამ გადაწყვეტილების სისწორეში მტკიცედ დარწმუნებულნი არიან.
მოსწონთ კამათი
უყვართ კამათი და საკუთარი თვალსაზრისის ჯიუტად დაცვა. კამათში დიალოგი შეიძლება მათი მონოლოგითაც კი დასრულდეს, რადგან მოწინააღმდეგე მხარე დაიღალოს ეგოცენტრულ ადამიანთან შეკამათებით. ამ მომენტში ისინი იმარჯვებენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.
მეგობრები და პარტნიორები გაურბიან
ეგოცეტნრული ადამიანები თავდაპირველად ურთიერთობას ნორმალურად ამყარებენ გარშემომყოფებთან, მაგრამ ეს ურთიერთობა უმეტესად ხანმოკლეა. ისინი ცდილობენ აჩვენონ მათი საუკეთესო მხარე, მაგრამ ამ ეტაპის შემდეგ ისინი არ არიან მზად შემდეგი ურთიერთობისთვის და პასუხისმგებლობას უკვე მეორე მხარეს აკისრებენ, რაც ურთიერთობის დაძაბვით, ან სულაც შეწყვეტით სრულდება. განაგრძეთ კითხვა...
ასევე ნახეთ:
„შესაძლოა, გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში“ - რა გელით უახლოეს დღეებში