„4 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს... შოკიდან გამოსვლას ვცდილობ“ - სოფი ნურაშვილი ავარიაში მოჰყვა

სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

ვინც კარგად მიცნობს, იცის, რომ ძალიან მეშინოდა ავარიაში მოხვედრის და ყველაფერს ვაკეთებდი ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, გუშინ ეს ვერ მოხერხდა.

4 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მწვანე რომ აინთო და მანქანები დაიძრნენ, „პრიუსის“ მძღოლს მანქანა ჩაუქრა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მეორე მიეჯახა, მეორეს მესამე და მესამეს ჩვენ - ვეღარ დავამუხრუჭეთ და მეოთხე მანქანა შევეჯახეთ. პატარა ავარია ნამდვილად არ იყო.

მივარტყი თავი და ფეხიც დაშავებული მაქვს. რაც მთავარია, მე და ჩემი მეგობრები თავს კარგად ვგრძნობთ. ნელ-ნელა შოკიდან გამოსვლას და ამ კადრების დავიწყებას ვცდილობ... ვინც ყურადღება გამოიჩინეთ და მომიკითხეთ, ყველას უდიდეს მადლობას გიხდით,“ - ამბობს სოფი ნურაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.