ივნისის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1780086908
პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, 30 მაისის 13:00 საათიდან 1-ელი ივნისის 10:00 საათამდე, ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება მ. ლაღიძის ქუჩაზე.
ასევე, 31 მაისს, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის.