3 მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი შესაფერი ადამიანი იპოვეთ

წყვილებიხ

სასიყვარულო ურთიერთობა არ არის მარტივი. შესაძლოა, რომანტიკული პარტნიორი გყავდეთ, მაგრამ ვერ მიხვდეთ არის თუ არა ეს ადამიანი ნამდვილად თქვენი შესაფერი, არის თუ არა ის ვის გვერდითაც მთელ ცხოვრებას გაატარებდით.

საკუთარ გამოცდილებას ის ადამიანები გვიზიარებენ, რომლებიც 30 წელზე მეტია ქორწინებაში არიან, როგორც ამბობენ, არსებობს 3 მთავარი ნიშანი იმისა, რომ თქვენი შესაფერი ადამიანი იპოვეთ.

1. გიყვართ და მოგწონთ ერთმანეთი - „39 წელია ერთად ვართ და მე და ჩემ ქმარს დღემდე ძალიან მოგვწონს ერთმანეთი. თითქმის ყოველ წუთს ერთად ვატარებთ, ერთად დავდივართ სამოგზაუროდ, ვხუმრობთ, ვიცინით, აზრებს, შეხედულებებს ვუზიარებთ. მე ვიცი, რომ ის ჩემთვის ერთადერთია. ჩვენ არ გვადარდებს ის, თუ რას ამბობს ხალხი ჩვენი ცხოვრების სტილის შესახებ. როცა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, არ გვსურდა ბავშვის გაჩენა და 8 წლის ბავშვი ვიშვილეთ. შემდეგ კი გადავწყვიტეთ ბიოლოგიური შვილიც გაგვეჩინა. ერთი წლის განმავლობაში სამოგზაუროდ ვიყავით და უამრავი ქვეყანა ვნახეთ. მე კიდევ დიდხანს მინდა მის გვერდით ყოფნა“, - ამბობს სილვანა კლარკი, რომელიც 39 წელია დაქორწინებულია.

2. გაქვთ საერთო ღირებულებები და მიზნები - „მე და ჯეკი დაწყებით სკოლაში მოხალისეებად ვმუშაობდით. ის ბავშვებთან შესანიშნავი იყო, რამაც ძალიან მომხიბლა და მივხვდი, რომ ფანტასტიკური მამა იქნებოდა. ის არ კეცავს აბაზანის პირსახოცს ისე, როგორც მე, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. 

ძალიან ბევრი ადამიანი სრულყოფილებას ითხოვს მეუღლისგან, მაგრამ რეალურად, ადამიანები არ არიან სრულყოფილები. ის ფაქტი, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ძალიან ბევრს ნიშნავს“, - ამბობს ნენსი ჰიუსი, რომელიც 41 წელია დაქორწინებულია.

3. თუ ერთმანეთის გაბედნიერებას ცდილობთ - „ჩვენ თითქმის ნახევარი საუკუნეა ერთად ვართ და ახლა რომ მკითხოთ, თავიდან ქორწინების შანსი რომ მქონდეს, როგორ მოვიქცეოდი, გიპასუხებდით, რომ ისევ ამ კაცზე ვიქორწინებდი. ის ყოველთვის მზად არის ყველაფერი გააკეთოს ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის. ის დადის ჩემთან ერთად შოპინგზე და მოთმინებით მელოდება, ის დღემდე ყიდულობს ჩემთვის საჩუქრებს და ჩუმად დებს საწოლზე. ამდენი წლის მერეც ისევ ძალიან ვუყვარვარ, ისევე, როგორც მე მიყვარს“, - ამბობს ქეროლ ჯი, რომელიც 43 წელია დაქორწინებულია.

 

ასევე ნახეთ:

სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით და მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე - კესარია აბრამიძე

VIDEO: როგორ აღნიშნა ლელა წურწუმიამ დაბადების დღე – კადრები გრანდიოზული იუბილედან

.