25 აპრილიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

მზიანი ამინდები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.

შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.არამდგრადი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, გამოდარება კი, 25 აპრილიდანაა მოსალოდნელი.