2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია

იანვარ-ივნისის მონაცემები

2025 წლის იანვარ-ივნისის( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.

იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების - 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების - 6.9%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.

2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით - საერთაშორისო ტურისტების.

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 201,986 ვიზიტი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან (+28.2%; +3,006 ვიზიტი); იტალიიდან (+26.1%; +2,271 ვიზიტი); ესპანეთიდან (+25.9%; +1,638 ვიზიტი); გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტი); პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტი); გერმანია (+4.2%; 1,296 ვიზიტი) და სხვა.

იგივე საანგარიშო პერიოდში, რეკორდული, 47,430 ვიზიტი განხორციელდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან (ზრდა +10.5%; +4,525 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%;); კატარიდან (+15.9%;) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%;). ასევე, რეკორდული, 32,750 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +17%; +4,752 ვიზიტი) 2025 წლის II კვარტალშიც, მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+25.4%; +4,139 ვიზიტი); არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+21.4%; +722 ვიზიტი); ომანიდან (+49.8%; +542 ვიზიტი); კატარიდან (+14.6%; +58 ვიზიტი) და ბაჰრეინიდან (+7.8%; +54 ვიზიტი). ხოლო ვიზიტები შემცირდა ქუვეითიდან (-12.3%; -763 ვიზიტი).