,,2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი” - სასტუმრო პულმანის წარმომადგენელი

სნსნ

საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866  ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

ამ თემასთან დაკავშირებით ,,პრაიმტაიმი" სასტუმრო სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის გენერალურ მენეჯერს, სებასტიენ ვინსენტის ესაუბრა.

 ,,2025 წელი სასტუმრო პულმანისთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი. ვიზიტორების დიდი პროცენტულობა გვსტუმრობდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან. საერთაშორისო კონფერენციების კუთხითაც აქტიურობდნენ ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები.
2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების ზემოაღნიშული ქვეყნებიდან",- განაცხადა სებასტიენ ვინსენტიმ.

გასულ წელს საქართველოში  7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს  ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და  499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა  გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%;  +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).