არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. ერთი გარდაცვლილი უტა ელიავაა, რომელსაც ოჯახი ადასტურებს.
მე სულ დაგელოდები სამუდამოდ და უსასრულოდ უტი,-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში ნაპოვნი ერთ-ერთი გარდაცვლილის უტა ელიავას მეუღლე გვანცა გოროზია.
„ჩემი სულის ნაწილო, ვერ ვსუნთქავ, როგორ მინდა ჩაგეხუტო, რა გავაკეთო, შენთან მინდა",-წერს სოციალურ ქსელში მდინარე მტკვარში დაღუპული უტა ელიავას და ანკა ელიავა.
ელიავების ოჯახი აფხაზეთიდანაა და ისინი ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში ცხოვრობენ.
26 წლის უტა ელიავას 2 მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე, და ანკა ელიავა და მშობლები დარჩა.
ცნობისთვის, ტრაგედია, ორი დღის წინ, თბილისში დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ავტომობილი ჩავარდა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 1 საათზე მოხდა. ავტომობილის ერთი მგზავრის გადარჩენა მოხერხდა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. უბედური შემთხვევის დროს მანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან ერთის ძებნას კვლავ აგრძელებენ მაშველები.