„11 ოპერაციის შემდეგ... სულ რაღაც 5000 ლარი დაგვრჩა საშოვნი!... არ გავიმეტებთ პატარა გოგოს ეტლისთვის!“- რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

მარიამისთვის - ალექსანდრე ელოშვილი

სიცოცხლისთვის! სიყვარულისთვის! ძალა ერთობაშია!  #GE32TB7609945061600014 თი ბი სი #GE54BG0000000161381454 საქართველო - ალექსანდრე ელოშვილი

ქართველი რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი,  პატარა მარიამის გადასარჩენად, სოციალურ ქსელში საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

„უკვალოდ რა გამქრალა დედამიწაზე, ჩვენი ემოციები რომ გამქრალიყო...

რომ ნახეს, როგორ გავერთიანდით პატარა და მშვენიერი მარიამისთვის, ოჯახს იმ კლინიკიდან დაურეკეს, სადაც ოპერაცია უნდა გაუკეთონ და 25 000 ლარის მაგივრად, 17 000 ლარს ითხოვენ... ეს იმ პროთეზის საფასურია, რომელიც გერმანიიდან უნდა ჩამოვიდეს...

ჩვენ შეგროვებული გვაქვს 12 000 ლარი და სულ რაღაც 5000 ლარი დაგვრჩა საშოვნი! დიახ, სულ რაღაც... თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ ახლა როცა ვუყურებ ანგარიშებს, ზუსტად ვიცი, 5000 -ზე მეტნი ვართ ვისაც გვწამს სიკეთის და მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობთ მარიამს, არ გავიმეტებთ პატარა გოგოს ეტლისთვის.

3 აპრილს ჩაინიშნა ოპერაცია... 11 ოპერაციის შემდეგ ესაა ბოლო და გადამწყვეტი, იმისთვის რომ მარიამმა შეძლოს სიარული!

ერთად მოვედით აქამდე, ერთად შევაგროვეთ ეს ყველაფერი... ახლა არ გავჩერდეთ რა, გთხოვთ!

აუცილებლად გავაზიაროთ!

სულ მინიმალური გავიღოთ რისი საშუალებაც გვაქვს და გამოგვივა!

ერთმანეთისთვის გავაკეთოთ!

სიცოცხლისთვის!

სიყვარულისთვის!

ძალა ერთობაშია!

#GE32TB7609945061600014 თი ბი სი

#GE54BG0000000161381454 საქართველო

ალექსანდრე ელოშვილი