1 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წვიმა

პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +5, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც იწვიმებს, +4 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვლიანი დღეა, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც თოვლიანია ამინდია, +3 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +4 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს, დღისით -1, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმს დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ელოდებიან რუსთავში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.