ვინ არის კრიმინალურ წრეებში „ხმელოს“ მეტსახით ცნობილი ქართველი, რომელიც უკრაინაში დააკავეს

„ხმელო“

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ იუწყება. დაკავებულია 63 წლის გიორგი ხმელიძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “ხმელოს“ მეტსახელით იცნობენ.

უკრაინის პოლიცია მას რუსთავის კრიმინალური კლანის ლიდერად, ასევე უკრაინასა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან “კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს.

“რუსთავის კრიმინალური კლანის ლიდერი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს. ამჟამად, წყდება მისი დეპორტაციის საკითხი უკრაინის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია უკრაინის პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ გიორგი ხმელიძეს ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა.

„რუსთავი2“