შინაგან საქმეთა მინისტრმა იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია იმერეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი გააცნეს.

გეკა გელაძე პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან და მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან ერთად, ასევე ეწვია დაცვის პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს. სადაც შესაბამისი ტექნიკა, აღჭურვილობა და ლაბორატორიები დაათვალიერა.

შინაგან საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონში ვიზიტისას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძემ მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.