უპრეცედენტო რაოდენობის უკანონოდ წარმოებული ალკოჰოლური სასმლისა და ამოღებული უაქციზო სიგარეტის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება

ჰჯ

გაიზრდება თუ არა უპრეცედენტო რაოდენობის უკანონოდ წარმოებული ალკოჰოლური სასმლისა და ამოღებული უაქციზო სიგარეტის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობა - საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ტარდება ექსპერტიზაც, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გორის რაიონში კუსტარულად ნაწარმოები ალკოჰოლური სასმელი სიცოცხლისთვის საშიში.

ამასთან, საქმეზე დაკავებულ 7 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.

დაკავებულთა შორის არიან ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი, ბორია გოგიჩაიშვილი.

საუბარია 75 000-ზე მეტ ბოთლი ალკოჰოლურ სასმელზე და 318 000 კოლოფ უაქციზო სიგარეტზე. მათ სავარაუდო ღირებულებად ათეულობით მილიონი სახელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ათ წლამდე პატიმრობა ელით.