იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
თბილისის საქალაქო სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, აღმკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. კობა გაბუნიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
საუბარია ეგრეთწოდებულ "ბაღების საქმის" ეპიზოდზე რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე თანამშრომელი. საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული თანხიდან 9 400 000 ლარის თაღლითურად დაუფლებას და მილიონ 200 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.
გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც.