სამეგრელოში, 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს

ძალადობა

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 14 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავეს. მოზარდი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თავად გოგო გოგო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ორივე არასრულწლოვანი პოლიციაში, მშობლების თანხლებით გამოიკითხა. თავად დაზარალებულის თქმით, 14 წლის ბიჭმა ის გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ცხელ კვალზე დააკავეს. წინასასამართლო სხდომა მაისის დასაწყისში გაიმართება.

მომხდარის დეტალებს „პრაიმტაიმი“ შეგნებულად არ ასაჯაროებს.